,,ჩვენი სარწმუნოება არის ჩვენი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს სარწმუნოებას და დავიცვათ ის ყოველთვის”- გიორგი გაბუნია

23
x
spot_img

ჩვენი სარწმუნოება არის ჩვენი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს სარწმუნოებას და დავიცვათ ის ყოველთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“, „საზოგადოება ქართულის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ეს იყო მიზანმიმართული განცხადება, [მიხაელ როთმა] თითქოს გამიჯნა ახალგაზრდობა ეკლესიისგან. ეს ასე არ არის. მე დაახლოებით 20 წელია, ვარ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი და ყოველთვის ტაძრები სავსე იყო ახალგაზრდობით.

ყოველთვის იყო მთავარი გზავნილი, რომ თითქოს არ მოსწონდათ ეკლესიის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ჩვენს ქვეყანაში და დროდადრო მუდმივად ისმოდა გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიები ეკლესიის მიმართ, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

ჩვენი სარწმუნოება არის ჩვენი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობის ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს სარწმუნოებას და დავიცვათ ის ყოველთვის“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.