ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, – წერს სოციალურ ქსელში ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე.
“ისევ ტრადიციების შესახებ:
ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის:
ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტუალიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).
ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.
სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით.” – წერს თევზაძე Facebook-ზე.