“ჩვენი ოპონენტები როდესაც ხედავენ, რომ რეფორმები დაიძრა, ცდილობენ, როგორმე დააზიანონ პროცესი” – გიორგი ამილახვარი

16
spot_img

როდესაც ხედავენ ჩვენი ოპონენტები, რომ რეფორმები დაიძრა, პრობლემები იჭრება, პოზიტივი მოდის სისტემიდან, ბუნებრივია, ჩვენს ოპონენტებს სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, როგორმე დააზიანონ პროცესი, იქნება ეს ხელფასების მატება, თუ დირექტორების კონკურსი, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებმა, ანუ სკოლებმა თავად აირჩიეს კანდიდატები.

„მხოლოიდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ და ჩვენ გამიზნულად, მიზანმიმართულად არც ერთი დისკრეცია არ გამოგვიყენებია, რომლის სრული კანონისმიერი უფლება გვაქვს, არანაირი უკანონო ან უსაფუძვლო ქმედება ამაში არ არის. ახლაც გაისმის ერთეული ადამიანებისგან, რომ თითქოს ეს დისკრეცია უნდა გამოვიყენოთ. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? რაზე უნდა გამოვიყენოთ, რომ კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ და იყო ადგილები, სადაც აირჩიეს კანდიდატები, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, ის დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში და ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ რაიმე მათი უფლებები შეილახა. ერთ ადამიანს ვერ ასახელებენ, დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი შეირჩა, რომ ვინმე არის ან არაკვალიფიციური, ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით იქ გამწესებული, პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან ან რაიმე მსგავსი. აქ არის ერთი სიმართლე, რომ როგორც ხალხია ბრძენი, ასევე არიან პედაგოგები, ასევე არიან ის სასკოლო საზოგადოება, ვინც დღეს ქმნის ქართულ განათლებას. ბუნებრივია, არასდროს აყვებიან იმ ვიწრო ინტერესებს, რომლის უკანაც არ ვიცი, შესაძლოა იყოს გულისწყრომა. ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის სამართლებრივად მოქმედებაც შესაძლებელია სხვადასხა ორგანოებში. თუ ამის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, გასაგებია რატომაც, რომ უნდათ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომელიც ახლა ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.

„შევხვდი ამ ადამიანებს, ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები. ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენასაუცილებლად იმსახურებს.

ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.

მინდა, აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება, მასწავლებლები და მშობლები, სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები, ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია“,- განაცხადა ამილახვარმა.