ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა – ანა დოლიძე

14
spot_img

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული, ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქსტატის მონაცემებით, 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ჩვენს კოალიციას არის ის, რომ ჩვენ ვართ საქმიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ საქმიანები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ნაფიქრი, დამუშავებული და შეჯერებული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვაპირებთ, რომ ამ ქვეყანას მივხედოთ. ბევრ თქვენგანს ჩემნაირად აქვს განცდილი ის უბედურება, რაც არის უმუშევრობა. ის დეპრესია, უიმედობა, ემიგრაციაზე ფიქრი, რასაც იწვევს უმუშევრობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ციფრი, რომლის მერეც ყველა მთავრობა გადადგებოდა. 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული. ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.