,,ჩვენი მშვიდობიანი მომავალი არის ევროპაში, მაგრამ ჩვენი იდენტობით და ღირებულებებით” – სალომე ზურაბიშვილი

123
spot_img

„ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მათაც დიდ სარგებელს მოუტანს. „ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს ევროპას, იყო კედელი, დღეს, უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭირო არის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის. [ევროკავშირი] ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მათ შეუნარჩუნა მშვიდობა. არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ვიღაცები რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარი არის. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი, არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს არის მთავარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.