“ჩვენი ხალხის მეხსიერებაში სოსო ჯაჭვლიანი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება” – ილია მეორე

30
spot_img

კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმრის წერილში წერს.

„მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, – მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს დაკრძალავენ. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.