“ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს”-ზელენსკი

223
spot_img

ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ CBS-ის სატელევიზიო გადაცემაში „60 წუთი“ კომენტარი გააკეთა კონტრშეტევის დროს ნელი პროგრესის შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მცველებმა სულ მცირე მანძილზე წინ წაიწიონ და მოსვენება არ მისცენ რუსეთის პრეზიდენტს.

„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს ასი მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს შესვენების საშუალება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის აღიარებს, რომ კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ჯარები აგრძელებენ წინსვლას.

„ეს რთული ვითარებაა. ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი თქვენთან. გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა. და მიუხედავად ამისა, ეს არ არის ძალიან სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღე ვიაროთ წინ და გავათავისუფლოთ ტერიტორიები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.