ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვენი დროის გამოწვევა გვახსენებს ჩვენს, როგორც ქვეყნის, პასუხისმგებლობას, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ხელი შევუწყოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, მხარი დავუჭიროთ მას საზღვარგარეთ და აქ, სახლში. აშშ არა მხოლოდ ლოცულობს მშვიდობისთვის, არამედ მუშაობს მის შესანარჩუნებლად მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ აქტიურად მუშაობს ისრაელელი და პალესტინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ რუსული აგრესიის ფონზე უკრაინელი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობს და ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისრაელელებისა და პალესტინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების უზრუნველსაყოფად. მე ამას ვაკეთებ დღე და ღამე. როგორც ბევრი თქვენგანი ამ ოთახში, მე ვმუშაობ, რათა ჩვენი მძევლები შინ დავაბრუნოთ, ხელი შევუწყოთ ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებას და დავამყაროთ მშვიდობა ღაზასა და ისრაელში, სტაბილური მშვიდობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უზრუნველყოფისთვის. უკრაინელები ავლენენ წარმოუდგენელ გამბედაობას და გამძლეობას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება“, – განაცხადა ბაიდენმა.