ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ უფლებებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ავსტრალიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯეიმს ლარსენიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გლობალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა წინაშე არსებულ გამოწვევას.
„ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ უფლებებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაღიარებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობით, ღირსეულ და შეუფერხებლად დაბრუნების უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გლობალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა წინაშე არსებულ გამოწვევას“, – აღნიშნა ჯეიმს ლარსენიმ.