,,ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა”- პრეზიდენტი

78
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი LCI-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც „ასოცირებული ტრიო“, ერთ პერიოდში შევლენ ევროკავშირში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტის შემდეგ კომენტარზე პასუხად – შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კი, მომხრეა რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშრში, მაგრამ 2030 წელს. 2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის. თქვენთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს…

„არა, მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირშიკანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ავლენდა, მანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაიწყებოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მას აგონებს სილვი კოფმანის ნაწარმოებ Les aveuglés-ს [დაბრმავებულები], რადგან მისივე თქმით, დასავლეთს არ უნდოდა დაენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში რუსეთი და მასთან საქმის დაჭერას ცდილობდა.