“ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს”

19
spot_img

ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ – გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი.

„თავის მხრივ, ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არის დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშო თავად უნდა შეასრულონ. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში განახორციელებს.