“ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ” – არჩილ თალაკვაძე

13
spot_img

ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით აჩვენა არსებითი პროგრესი და ხელშესახები შედეგები: ეს იყო ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი.

ის ოპოზიცია, რომელიც ფულს იხდიდა საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში და რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ქვეყნის ევროპული ხვალინდელი დღე დაებლოკა არ არის გახარებული და არ არის ბედნიერი, მათგან დადებით შეფასებებს არ ველით. მინიმუმ რაც შეუძლიათ გააკეთონ, მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.