ჩვენ საერთოდ ვემხრობით, რომ პროკურატურის ფუნქციები დავშალოთ, იყოს არა ერთი, არამედ სამი პროკურატურა – გიორგი ვაშაძე

10
spot_img

ჩვენ საერთოდ ვემხრობით, რომ პროკურატურის ფუნქციები დავშალოთ, იყოს არა ერთი, არამედ სამი პროკურატურა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატიც მიიღოს.

„ჩემი დაკვირვებით და ჩვენი კვლევებით, დღეს „ქართულ ოცნებას“ 15 პროცენტზე მეტი რეიტინგი უკვე აღარ აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატიც მიიღოს. მაგალითად, სამართალდამცავ ორგანოებთან, მოსამართლეებთან დაკავშირებით რომ განხორციელდეს, პროკურატურის მიმართულებით, საზედამხედველო ფუნქციის მქონე მარეგულირებელ კომისიებთან მიმართებით, რათა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან. თუ სადმე ჩვენ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი პროფესიონალები გვჭირდება, არაპოლიტიკური ფიგურები, ზუსტად ეს ორგანოებია.

პროკურატურა, რომელიც დღეს საქართველოში არის საბჭოთა მოდელის პროკურატურა. ეს არ არის დასავლური მოდელის პროკურატურა. რომელსაც თითქოს ზედამხედველობის ფუნქცია გამოერთო, მაგრამ საგამოძიებო ფუნქცია აქვს, გამოძიებაზე ზედამხედველობა, სასამართლოში წარმომადგენლობა. ჩვენ საერთოდ ვემხრობით, რომ პროკურატურის ფუნქციები დავშალოთ, იყოს არა ერთი, არამედ სამი პროკურატურა. ანტიკორუფციული ცალკე იყოს, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და მხოლოდ საზედამხედველო ექნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.