ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს წარმოადგენს – ვანო ურუშაძე

29
spot_img

„ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაფრით არის დაკავებული გარდა იმისა, რომ განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დაძლიოს სიღარიბე. ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს წარმოადგენს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი შეაფასისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლების ცვლილება სწრაფად მოხდეს.

„წლიდან წლამდე იზრდება სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების საპოვნელად, ემიგრაციაში მიდიან. ეს არის კატასტროფული რეალობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი საქართველოს ამყოფებს. უმნიშვნელოვანესია სწრაფად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, საქართველოში ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური აღორძინების დაწყება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ხელშესახები გახდეს. საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ თავი დავაღწიოთ სიღარიბეს. ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს, ისინი კორუფციული, არაკეთილსინდისიერი მმართველობით მდიდრდებიან, თუმცა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები დღიდან დღემდე ღარიბდებიან, იზრდება ფასები სხვადასხვა კორუფციაზე, იზრდება ფასები სხვადასხვა სერვისებზე და ადამიანებს უბრალოდ აღარ სურთ საქართველოში ცხოვრება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი, რომ ჩვენ დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრება, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და სწრაფი ტემპებით გავაწევრიანოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, მოვიპოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა,“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.