“ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

29
spot_img

ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელებისთვის უკრაინას იარაღი სჭირდება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„დიახ, რუსეთს მეტი ხალხი ჰყავს, მეტი იარაღი აქვს, მაგრამ დასავლეთს თანამედროვე იარაღის სისტემები აქვს, ამიტომ, ჩვენ გარკვეულ ტექნოლოგიებს მივიღებთ. თუ ჩვენ წარმოების ზრდას გავაგრძელებთ, თუ ჩვენი პარტნიორებისგან ლიცენზიებს მივიღებთ, მაშინ საქმე ადამიანების რაოდენობას აღარ შეეხება. ეს დამოკიდებული იარაღის ხარისხზე იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი 11 წლის შვილი ხშირად ეკითხება იმას, თუ როდის გაიმარჯვებს.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ალტერნატივა არ გვაქვს. მაგრამ, ამის დაპირება და თარიღის დასახელება არ შემიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი შვილი თუ უკრაინის სხვა მოქალაქე იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.