იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ირანთან ომი არ სურთ.
„ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, თავდასხმები გრძელდება. ჩვენ კი ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. უზენაესი ლიდერის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა გვსურს. ჩვენ გვინდა უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი და გვსურს, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს. ვფიქრობ, საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს უჭერს „კატაიბ ჰეზბოლა“, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას, ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა მოაწყო“, – აღნიშნა კირბიმ.