ჩვენ გვაქვს ძლივს შექმნილი სახელმწიფო, რომლის შექმნაშიც სისხლი ჩაიდო. ამას გაფრთხილება სჭირდება – თეა წულუკიანი

14
spot_img

ჩვენ გვაქვს ძლივს შექმნილი სახელმწიფო, რომლის შექმნაშიც სისხლი ჩაიდო, მათ შორის ახალგაზრდა ქალების. არაფერს ვამბობ იმ უამრავ კაცზე, რომელმაც დამოუკიდებლობას თავი შესწირა. ამას გაფრთხილება სჭირდება, თუნდაც ჩვენ ვიყოთ ბულინგის, შეურაცხყოფის და ასეთი უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭი ეყარა გამჭვირვალეობის შესახებ ქართულ კანონს. რუსთაველის გამზირზე მარტივ მამრავლებად დაშლილი, დასუსტებული და ბოლომდე დანგრეული ექსტრემისტული პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყნის გაძლიერებას. როდესაც ბოლოს თქვი, რომ იცით რა, მე ქვეყანა მაქვს მისახედი, რომელიც უმძიმეს დღეშია, რა თქმა უნდა ამან გამოიწვია გარკვეული აგრესიული კრიტიკა და გაკვირვება, რომ თურმე ქართველ ერს შესძლებია ჰქონდეს საკუთარი აზრი. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი, დიახ, ჩვენ გვაქვს ძლივს შექმნილი სახელმწიფო, რომლის შექმნაშიც სისხლი ჩაიდო, მათ შორის ახალგაზრდა ქალების. არაფერს ვამბობ იმ უამრავ კაცზე, რომელმაც დამოუკიდებლობას თავი შესწირა. ამას გაფრთხილება სჭირდება, თუნდაც ჩვენ ვიყოთ ბულინგის, შეურაცხყოფის და ასეთი უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.