ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა, ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად ადვილია – მიხეილ სააკაშვილი

17
spot_img

ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ეს არის ძალიან მარტივი გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დრევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორ სააკაშვილმა აღნიშნა, ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი.

„ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი. ლაზიკის პორტში სასტუმროები არის აშენებული, რომლებიც გააპარტახეს. მაგალითად, ლაზიკის სასტუმროში, „ოქროს საწმისის“ სასტუმროში აფხაზი გოგონა იყო ადმინისტრატორი და კიდევ რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ სოხუმიდან. სოხუმიდან დადიოდნენ სამსახურში. რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებული იყო. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება ბათუმიზაცია სოხუმის, და რაც მთავარია, ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. ჩვენ გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება აღებული ჩემ მიერ 2010 წელს, რომ არასდროს საქართველო არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი გზებით ამის კეთებას, ვაპირებთ, რომ არ დავუშვათ არეულობები. ივანიშვილი ემზადება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის, მას ეს არ გამოუვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა: „ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და დავიბრუნებთ აფხაზეთსაც“.