“ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

80
spot_img

ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის ოკუპაციას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამოქალაქო მთავრობა, რომელიც იქ იქნება. რასაც მე ველოდები ღაზის მოსახლეობისთვის, არის აღდგენილი ღაზა. რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ, არის დემილიტარიზებული, დერადიკალიზებული და აღდგენილი ღაზა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაციები არ განვითარდა იმ ტემპით, როგორც თავდაპირველად ელოდა, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის ვარიანტი.

„ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას და ირანის ტერორის ღერძის გამარჯვებას. ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარეშე არ იქნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.