“ჩვენ არ გვითქვამს მაღარო გადმოგვეცითო“ – მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაზე

69
spot_img

გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კომპანიის შეთავაზება – ჭიათურის მაღაროების მაღაროელების მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა არ ყოფილა, შესაბამისად, მათი პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ არ გვითქვამს, ჩვენ გადმოგვეცით მაღაროები. ჩვენ ვთქვით მაღაროების ნაციონალიზაცია და ეს ნიშნავს, რომ მოგების ნახევარი დარჩეს ქალაქში და მოხმარდეს ქალაქს. ჩვენ არ მოგვითხოვია, რომ ჩვენ გადმოგვეცეს პირადად. ეს უბრალოდ შეურაცხყოფაა. თუ 3 500 ლარი მაქვს და 2 700 ლარი, რა მინდა ამ წვიმაში გარეთ? გაგვიკეთონ ხელშეკრულება, რომ ეს ხელფასი გვექნება და დღესვე ავდგებით და მივდივართ. ოღონდ, სხვა პრობლემებიც უნდა მოაგვარონ მაგასთან ერთად“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი tv პირველთან.

შეგახსენებთ, მაღაროელების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი, ნაწილი კი ჭიათურაში არის გაფიცული. ისინი ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.