ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გაიწვიოთ “რუსული კანონი” – თინა ბოკუჩავა

29
spot_img

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გაიწვიოთ “რუსული კანონი”. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გითხრათ – არა რუსულ კანონს და კი ევროპას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავმ პარლამენტის იურდიულ სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განხილვისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები საუბრობენ, რომ თუ ქვეყანა “გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მიიღებს, ევროპულ მომავალს დაკარგავს.  პარლამენტში იმისთვის არიან დღეს შეკრებილები, რომ მმართველმა გუნდმა კანონი გაიწვიოს.

“გამოსვლის დროს მიზღუდავთ და ამიტომ ყველას ციტირებას ვერ მოვასწრებ, მაგრამ საქართველოს მეგობარმა აბსოლუტურად ყველამ გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება, იმდენად მავნებლურია ეს კანონი და ყველას ესმის, რომ ის ახდენს ჩვენი ქვეყნის მომავლის საბოტაჟს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გაიწვიოთ “რუსული კანონი”. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გითხრათ – არა რუსულ კანონს და კი ევროპას, ამან მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი და ახლა 30 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს და შესაძლებელია კანდიდატის სტატუსი დავკარგოთ თუ თქვენ ამ კანონს მიიღებთ, ეს დგას სასწორზე, ეს არის საფრთხე, ეს არის მთავარი პრობლემა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ კი აქ იცინით და ღლიცინებთ, რა არის ამაში სასაცილო, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დაკარგავს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.