ვაშაძე ჩქარობს: პრემიერ-მინისტრის იდეა აქვს. რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს რომ ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.
„რეალობაში კაბინეტს ვერასოდეს შექმნის, იცის და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა, მინისტრები ვინ ეყოლება – ადამიანები, რომლებიც დაღმა აშენებდნენ ყოველთვის, მიუხედავად იმისა რა სათაურს დაარქმევ“, – მიიჩნევს ვოლსკი.
გამარჯვების პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.