ჩრდილოეთ კორეამ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საერთაშორისო ფრენა შეასრულა

spot_img

ჩრდილოეთ კორეამ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საერთაშორისო ფრენა შეასრულა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ავიაკომპანია Air Koryo-ს თვითმფრინავმა ფხენიანი დღეს დილით დატოვა და ადგილობრივი დროით 09:16 საათზე პეკინში ჩაფრინდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ბორტზე. რეისი Tu-204 ტიპის თვითმფრინავმა შეასრულა, რომელსაც 210 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.