ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი არასდროს გაუღვივებია – ჩინეთის საგარეო უწყება ზელენსკის

24
spot_img

ჩინეთს არასოდეს არ გაუღვივებია რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი და არც ცეცხლზე ნავთი დაუსხამს, – ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენით რუსეთ-უკრაინის ომი გახანგრძლივდება და რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის ჩაშლას ცდილობს.

მისი თქმით, პეკინს მიაჩნია, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ზომების მხარდასაჭერად.

„ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინასთან ურთიერთობას და რჩება მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა და დასძინა, რომ ჩინეთის პოზიცია მშვიდობის კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან „ღია და გამჭვირვალეა“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი, რეგიონში ჩინეთის გავლენის გამოყენებით, ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, ყველაფერს აკეთებს მშვიდობის სამიტის ჩასაშლელად. „სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, არის ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.