ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერით ომი უფრო ხანგრძლივი იქნება – ვოლოდიმირ ზელენსკი

21
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ მხარდაჭერით ომი უფრო გახანგრძლივდება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი პრინციპები. არასოდეს არ უნდა დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც აგრესორია. შეიძლება ვინმე არ იყოს ამ სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგი. სამწუხაროდ, შეიძლება ვინმე არ იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა მხარს უჭერ ამ პოლიტიკას. ეს მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში იგივე წესებს იცავ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, პრინციპში, სწორედ ეს არის – მხარი დაუჭიროთ აგრესორს“, – განაცხადა ზელენსკიმ „შანგრი-ლა დიალოგის“ კონფერენციის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მან შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ მშვიდობის სამიტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ თუ სახელმწიფო მხარს არ უჭერს ამ სამიტს, ეს ნიშნავს, რომ რაც ხდება უკრაინაში ნორმალურია ამ ქვეყნისთვის: „რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითად არ ვიღებთ ჩინეთის სიგნალს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ და არ მიიღებენ მონაწილეობას მშვიდობის სამიტიში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.