“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

26
spot_img

პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა. ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვეტინგი მისთვის არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარეა მიუღებელი, არამედ, პრაქტიკული მოსაზრებიდანაც.

„როგორც იურისტმა შემიძლია დავადასტურო, რომ ვეტინგი ნამდვილად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ, ის ეწინააღმდეგება პირველ რიგში, ზოგად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა, საზოგადოებისთვის ნათელია. ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, ვეტინგი მიუღებელია არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე. დღეს, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, წოწორია ვეტინგს ატარებს მოლდოვაში. ყველას შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს ვეტინგი. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.