“ჩემს გარშემო, სოციუმში, ეკონომიკური ზრდა არავის ეტყობა” – ალეკო ელისაშვილი

33
spot_img

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა.

„ჩემს გარშემო, სოციუმში, არანაირი ეკონომიკური ზრდა არავის ეტყობა და „ქართული ოცნება“ იცოცხლე! მათი ახლობლების ეკონომიკური პარამეტრები მართლაც გაზრდილია.

ვყოფილვარ უკრაინაში, მოლდოვაში და მეც მინდა ვთქვა, ჩვენ არავის ჩამოვრჩებით ამ თვალსაზრისით. ერთადერთი ჩამოვრჩებით იმით, რომ უსასრულოდ გვყავს ერთი და იგივე ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და მაშინ ყველას და ყველაფერს დავეწევით და გავასწრებთ კიდევაც“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა და საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამციროს, სიღარიბე სრულად აღმოფხვრას და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნად იქცეს.