ბურკინა-ფასოში მომხდარ თავდასხმას 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა სოფელ ზაონგოში ჯერ კიდევ 6 ნოემბერს მოხდა, თუმცა ვინ დგას თავდასხმის უკან, ამ დრომდე უცნობია. ევროკავშირის ლიდერებმა და აშშ-მ ბურკინა-ფასოს ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებისა და მისი ყველა გარემოების გარკვევისკენ მოუწოდეს.
ბურკინა-ფასო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც გასულ წელს 2 სამხედრო გადატრიალება მოხდა.