„ბუნდესტაგმაც“ და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს” – ზურაბ ქადაგიძე

16
spot_img

საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ, საქართველოს მთავრობის შეშფოთება, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება.

„არ არის საკმარისი, დიპლომატთა ზედაპირული განმარტებები და საჭიროა, მკაფიო დამოკიდებულება.

უკრაინის ხელისუფლება რომ „სპეკულაციურ“ კამპანიაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ, ამ კამპანიის ნაწილია ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები გასაგებია, თუმცა „ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებასა და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას შეიძლება მოჰყვეს ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა.

ისიც გასაგებია, რომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება ხოლმე, თუმცა ამ დროს საჭიროა, მკაფიოდ გაემიჯნოს ევროკავშირის ელჩი და არ დატოვოს სივრცე ინსინუაციებისთვის!“ – წერს ქადაგიძე.