ბუნდესტაგის შემდეგ მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და ის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი ,ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.
ზურაბ ადეიშვილმა შეხვედრები გერმანელ დეპუტატებთან გამართა, გარდა ამისა, გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგში ლოჟაში ზის.
imedinews.ge