ბულგარეთი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
პატრიარქი 78 წლის იყო. დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ გასული წლის ნოემბერში ის ფილტვების დაავადების გამო იყო ჰოსპიტალიზებული.
ნეოფიტე 1945 წლის 15 ოქტომბერს, სოფიაში დაიბადა. ბულგარეთის ეკლესიის და სოფიის მიტროპოლიტად ის 2013 წელს აირჩიეს.