სტრატეგიული დისკუსია გვჭირდება ევროკავშირის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ, – განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ.
უნგრელი ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნულ დისკუსიამდე ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების პროცესის წინსვლის ან კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ.
“გვჭირდება უკრიანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით სტრატეგიული დისკუსიის პერიოდი და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში”, – აღნიშნა უნგრელმა მინისტრმა.