ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ესპანეთში, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.
„ნება მიბოძეთ, დავიწყო გუშინ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოხატვით. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ბორელმა.
გუშინ ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა. მოგვიანებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 45 წლის ტუნისელი მამაკაცი პოლიციამ მოკლა.