,,ბრიტანულ კომპანიას რუსეთისთვის მიკროჩიპების მიყიდვაში ადანაშაულებენ”-  The Times

85
spot_img

ბრიტანულ კომპანიას რუსეთისთვის მიკროჩიპების მიყიდვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

საუბარია ბრიტანულ კომპანია Future Technology Devices International-ზე (FTDI), რომელიც გამოცემის ცნობით, რუსეთს მიკროჩიპებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აწვდიდა და კომპანიის მიკროჩიპები უკრაინის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთ რუსულ ტანკში აღმოაჩინეს.

გამოცემა The Times-ი შეშფოთებას გამოხატავს, რომ სხვა კომპანიები აგრძელებენ დასავლური ტექნოლოგიების მიწოდებას, რომელიც რუსეთს მისი ზოგიერთი უფრო მოწინავე იარაღისთვის სჭირდება.

ალისია კერნსმა, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ სამარცხვინოა, რომ ბრიტანული კომპანია რუსეთს აწვდიდა აუცილებელ კომპონენტებს მისი სამხედრო საჭიროებისთვის და შემდგომი კონტროლისკენ მოუწოდა.

საქონელი, რომლის ექსპორტს კომპანია FTDI ახორციელებს, არ არღვევს გაერთიანებული სამეფოს სანქციებს, მაგრამ ის ევროკომისიის მიერ შედგენილი ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიაშია, რომლებიც გამოიყენება რუსეთის სამხედრო სისტემებში ან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.