ბრიტანეთი უკრაინას 2024 წელს 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის

26
spot_img

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2024 წელს 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეფსმა განაცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებას უახლესი დრონებით, რომელსაც ვიღებთ უშუალოდ ბრიტანული მწარმოებლებისგან, რომლებიც ამ სექტორის ლიდერები არიან გლოიბალურ დონეზე”, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გრანტ შეფსმა ასევე გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი დამატებით 146 მილიონ ევროს გამოყოფს ამ უახლესი დრონების მისაწოდებლად.