,,ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის სინათლის გამარჯვებით უნდა დასრულდეს”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

96
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯარისკაცებსა და მეთაურებს მიმართავს და აცხადებს, რომ ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის სინათლის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს უკიდურეს ბოროტებას, რომელიც ჩვენ და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ძვირფასო გმირებო, როდესაც მისიის შესრულებას გავალებთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს. გენდობით, მეამაყებით და მიყვარხართ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.