ბრაზილიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია

21
spot_img

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, 2024 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი მიწვევას გეგმავს.

ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა.

ამასთან, სილვას პუტინისთვის გარანტია არ მიუცია, რომ მას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს არ დააკავებენ.

პრეზიდენტის თქმით, პუტინის დაკავების საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და საკითხი სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები 2023 წლის 17 მარტს გასცა.