ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

18
spot_img

ძლიერმა წვიმამ ბრაზილიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა,

 

5 400-ზე მეტი ადამიანი  იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.

15 ადამიანი ესპირიტუ-სანტუში დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 270-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.