“ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის” – რუსეთის საგარეო უწყება

22
spot_img

რუსეთი მოსკოვის ტერაქტებში ისევ უკრაინულ კვალს ხედავს. როგორც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის.

რუსეთი მოითხოვს „უკრაინამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა, ჩააბაროს დამნაშავეები და აუნაზღაუროს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი“.

22 მარტის ტერაქტში უკრაინა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმაც დაადანაშაულა. მისი თქმით, სპეცსამსახურებმა იციან, ვინ არიან რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზატორები და ყველაფერს გააკეთებენ მათ დასასჯელად.