ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

189
spot_img

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადასტურებს.

მარიამ იაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა.

მისი თქმით, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ.