,,ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება ის არის სხვა რიგის მოთამაშე”- მდინარაძე

37
spot_img

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება. ის არის სხვა რიგის მოთამაშე ბევრისგან განსხვავებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დადებითი თვისებების შესახებ მმართველ გუნდზე უკეთ, მათმა ოპონენტებმა იციან.

„ბიძინა ივანიშვილი არის დღეიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ყოველთვის ეს ადამიანი აკეთებდა, იმის ინტენსივობა, ადამიანებთან ურთიერთობა გაიზრდება. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება. ის არის სხვა რიგის მოთამაშე ბევრისგან განსხვავებით. ის არის გადაჭარბების გარეშე, სხვა წონით კატეგორიაში პოლიტიკურად იქიდან გამომდინარე, რომ მისი ყველა რჩევა, თუ მისი გადაწყვეტილებები, როდესაც პოლიტიკაში იყო ჩართული, სხვა რანგის იყო და სხვა შედეგებზე გადიოდა. ეს ხომ ყველამ იცის. ჩვენზე კარგად ჩვენმა ოპონენტებმაც იციან და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მართლა ფასდაუდებელია მისი უშუალო ჩართულობა ამ კონსულტაციებში როდესაც ქვეყანა დგას რთული გამოწვევების წინაშე“, – აღნიშნა მდინარაძემ.