ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე იყო სიმართლე, ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს-შალვა პაპუაშვილი

30
spot_img

ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება.

„ფაქტია, რომ 2024 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, გამომდინარე რეგიონში არსებული ვითარებიდან, გამომდინარე ოპოზიციის სრული კრახიდან და ამ კრახის საფუძველზე ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ეს არის რადიკალიზაცია მდგომარეობის. ვხედავთ მათ მფარველებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და მცდელობა იქნება, რომ ამ წელსაც ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას, ძირი გამოუთხარონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოლონ საქართველოს, მის რეპუტაციას, რასაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა მთლიანად ერი კონსოლიდირდეს და ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება, იმისთვის რომ ჩვენ ამ წლის ბოლოს კვლავ, კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვება ჩვენი მტრების ჯინაზე.

ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის, ასე რომ, აქ არავის არაფრის არ ეშინია. ჩვენი მთავარი სიძლიერე, ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს. ორი წლის წინ ვნახეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება როგორ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება. გახსოვთ, აქ აქციები რომ მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წალეკვით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. გავიდა დრო, სიმართლემ თავისი გზა ნახა და საქართველომ ამ სიმართლით გაიმარჯვა. სწორედ ამ სიმართლით გავიმარჯვებთ წელსაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.