ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა

40
spot_img

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

„ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.