„ბარბაროსული ქმედებაა“ – რუსეთი უკრაინას სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს

36
spot_img

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ ბელგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

„ეს ბარბაროსული ქმედებაა“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ilyushin Il-76 ჩამოვარდა.

დაღუპულია ბორტზე მყოფი  74 ადამიანი.

ამასთან, Ria Novosti-ს ცნობით, ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ სამხედრო ტყვეები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან.