“ბახმუტის ცენტრში მძიმე ბრძოლები გრძელდება, მაგრამ კარგი ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე”

210
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გრძელდება მზადება დიდი შეტევისთვის! ჩეხეთს ჰყავს ძალიან მაგარი პრეზიდენტი და მთავრობა! ყოველდღიურად გვერდით უდგანან უკრაინას და ეხმარებიან დიდი გამარჯვების მოახლოებაში! ახლა კიდევ დამატებით 2 საზენიტო სარაკეტო კომპლექს კუბ-ს გადასცემენ. ჩეხეთის პრეზიდენტი ასევე განიხილავს ჩეხური წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას!

დიდი ბრიტანეთი იწყებს უკრაინელი პილოტების მომზადებას ნატოს თვითმფრინავებზე, მაგრამ ფ-16 ების გადაცემა მაგას არ დაელოდება! კიდევ დიდმა ჯგუფმა მიწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოწოდებით, გადასცენ უკრაინას ფ-16-ები. ასე გორდებოდა სულ და ჯამში დღეს სავსეა უკრაინა ლეოპარდებით და აბრამსებიც გზაშია!

აშშ-მ პირველი ტრანსფერი მოახდინა რუსი ოლიგარქის მალოფეევის გაყინული ფინანსების უკრაინის დახმარების ბიუჯეტში! თანხაც სიმბოლურია და რესურსიც არა სახელმწიფოა არამედ კერძო პირის, მაგრამ აქაც ყინული დაიძრა;

ნატოს საუკეთესო დისტრიბუტორის სიგელს წელს ისევ პუტლერი მიიღებს (სიკვდილის შემდეგ). იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტოკიოში გაიხსნება აზიაში პირველი ნატოს სამეკავშირეო ოფისი და გააქტიურდება ინტეგრაციული პროცესები ნატოსთან;

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაიძრა ევროპულ ტურში – ბერლინი, პარიზი, ოსლო! ესაა მისი მარშრუტი! პარიზში უფრო გაუადვილდება, ბერლინში კი კოლეგა ბერბოკმა ეგრევე უშუ ჩაუტარა, ნეიტრალიტეტი აგრესორის მხარეს დგომას ნიშნავს, ამიტომაც იმას უნდა დაუჭიროთ მხარი, ვისაც თავს დაესხნენო!

ჩინეთის პირველი დიპლომატის მთავარი მისია ახლა ევროპული კავშირის სანქციებიდან ჩინური კომპანიების ამოღებაა. დაიწყო უკვე მე-11 პაკეტის განხილვა და შიგ 7 ჩინური კომპანიაა. მაგარს იმუქრებოდა გუშინ ჩინელი დიპლომატი, არ ქნათ მაგი, თორემ გერმანიას ძვირი დაუჯდება ჩინეთთან ვაჭრობის ამბავშიო!

ანკარიდან მოსული წინასწარი ცნობებით, ხორბლის დერეფნის შეთანხმება გახანგრძლივდება! თუ არადა სხვა გზითაც წავიღებთო, ჩვენები ამბობენ!

სანქციები არ მუშაობსო, იძახიან მავანნი, ურდოსიაში კიდე დეფიციტის კვარტლური რეკორდი მოიხსნა – 43-45 მილიარდი დოლარი დააკლდათ ბიუჯეტში! ყველაფერი წინაა!

ამ კუხარკა პრიგოჟინმა უკვე გაბურღა ტვინი! გავიგეთ, რომ დათესვა უნდა და თან ეშინია, ისევ შეაბრუნებენ და ეჭვი მაქვს მისი ადგილი ფეხსალაგთან იქნება, მინამ ჩამომხრჩვალს იპოვიან!

ჰოდა, ბახმუტის ცენტრში იკლავს თავს, ცოტასაც გავძლებ და მერე ალყაში მოგვაქცევენ და დავიხოცებითო! შენს პირს შაქარი ტონობით შენ კუვალდა თავში მოსახვედრო შენა!

ბახმუტის ცენტრში მართლა მძიმე ბრძოლები გრძელდება, მაგრამ კარგი ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე!

გენერალმა სირსკიმაც დაადასტურა, რომ მოასუფთავეს სამხრეთ ფლანგი და შეიარაღების მიწოდების მთავარ არტერიას, ანუ დაგრუნტულ გზას საფრთხე არ ემუქრება!

ასფალტირებული ტ0504 და ო0506 ისგან ისედაც აღარაფერი დარჩა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ურდო ვერ აკონტროლებს, ალყის თავიდან აცილების თვალსაზრისით! მე მგონია, რომ ბახმუტში საბოლოოდ ჩასამარდება ისედაც დაიმპოტენტებულა ურდოს საბრძოლო რესურსი!

იცის ურდომ და მთელს გაყოლებაზე გადადის თავდაცვაში! მარიინკა და ავდეევკაშ ფხაკურობს, მარა უფრო პოზიციების გასაუმჯობესებლად თავდაცვისთვის, ვიდრე რაიმე შედეგის მისაღწევად!

ზემოთაც კრემინნა-სვატოვო-კუპიანსკი და სამხრეთით ხომ საერთოდ – ზაპოროჟე და ხერსონში მიდის თავდაცვისთვის მზადება და თან კეთილი ნების გამოხატულება!

კარგია, რომ ჩვენებს ფსიქო ტერორში ჰყავთ! ჰაააა, მოიდა შეტევააააა! და ატყდება ისტერიკა! ამ დროს, კონკრეტული რაღაცეები შეტევის მხრივ უკვე დაწყებულია და აი, მაგრად რომ დააბაბანებს, მერე უკვე ძააალიან განათდება!

მაგალითად, ვორონეჟში, კალუგაში გუშინ აეროდრომებზე აფეთქებები იყო! ჩვენი დრონუკები მიუცუნცულდნენ! ეს ინფრასტრუქტურის და მარაგების მორღვევა ნახევარი საქმეა იერიშის წარმატების განხორციელებისთვის!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! сакартвелос ар агаревинебт блин 2023 ши аи путинс ки намдвилад деда моеткнеба 2023 ши!
#აეროფლოტიდინარუსკივაენიკარაბლნახუი
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.