აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო თეთრი სახლი და კონგრესი განცვიფრებულები იყვნენ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ოსტინმა არ დაავალა თავის თანამშრომლებს, შეეყტობინებინათ სხვებისთვის მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. გარდა ამისა, გრიპი ჰქონდა ოსტინის აპარატის ხელმძღვანელ კელი მაგსამენს, რომელიც ასევე არ მუშაობდა.
Bloomberg-ი წერს, რომ ოსტინის სამხედრო თანაშემწემ მაშინვე პენტაგონის მართვაზე პასუხისმგებელ პირად ოსტინის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი დანიშნა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არც მან იცოდა.
6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.