,,ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპელი ოფიციალური პირები ჩუმად ცვლიან უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას”- Politico

52
spot_img

უკრაინის დასავლურ დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპელი ოფიციალური პირები ჩუმად ცვლიან უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას და უბიძგებენ უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისკენ.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ვაშინგტონში მომუშავე ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა Politico-ს ანონიმურობის პირობით, ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას ნიშნავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი კვლავ საჯაროდ ამტკიცებენ რუსული არმიის უკრაინიდან სრულად განდევნის აუცილებლობას, მაგრამ ფარულად განიხილავენ კიევთან სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობას, ტერიტორიების განთავისუფლების მცდელობების მიტოვებას. ეს ძალისხმევა ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობას.

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ორიენტირებულია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სწრაფ აღორძინებაზე.

„სავარაუდოა, რომ თავდაცვითი პოზაზე გადასვლა უკრაინელებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ რესურსები, ხოლო რუსეთის მომავალი წინსვლა ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა  აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის დაზვერვის ექსპერტმა.

ვაშინგტონში მცხოვრებმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირს, ასევე, სურს დააჩქაროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რათა „უკრაინა საუკეთესო პოზიციაში დააყენოს მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის“.

სტრატეგიული სიტუაციის გათვალისწინებით, Politico აღნიშნავს, რომ „თავად უკრაინელები აწარმოებენ საჯარო დებატებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინს“.