„აზიმუტი“ სოჭიდან თბილისისა და მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

271
spot_img

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას 9 ოქტომბრიდან იწყებს, სოჭიდან თბილისში კი – 11 ოქტომბრიდან, – ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ავიაკომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

ცნობისათვის, ამჟამად „აზიმუტი“ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს.