აზერბაიჯანული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

12
spot_img

სიუნიქში, აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, – ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„13 თებერვალს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სიუნიქში, სოფელ ნერკინ ხანდის მახლობლად მდებარე სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად, სომხეთის მხარეს დაიღუპა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპული სომეხი ჯარისკაცის შესახებ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლი აზერბაიჯანულმა ძალებმა გახსნეს, რასაც სომეხი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა.