“აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი გვქონდა” – შალვა პაპუაშვილი

14
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ყველა შეხვედრაზე, რომელიც შედგა, შინაარსობრივი საუბარი იყო.

მისი თქმით, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შეთანხმდნენ.

„უმაღლეს დონეზე ხანგრძლივი, დეტალური და შინაარსობრივი საუბარი გვქონდა როგორც პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იყო სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. ეს არის არა მხოლოდ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს არის ძმობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შევთანხმდით. გვსურს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარლამენტებს შორის, რათა უფრო სტრუქტურული დატვირთვა მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს კომიტეტებს, აპარატებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასე რომ, ჩვენს ორ ქვეყანას წინ აქვს ძმური და წარმატებული მეგობრობის, განვითარების გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.